თეთრი სახლი მხარს უჭერს მძევლების გათავისუფლების მიზნით ჰუმანიტარული პაუზის აღებას - კირბი

28.10.23 12:37
თეთრი სახლი მხარს უჭერს მძევლების გათავისუფლების მიზნით ჰუმანიტარული პაუზის აღებას  - კირბი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელის სახელმწიფოსთან ჰუმანიტარული პაუზის შესახებ "აქტიური საუბრები" გამართა - ინფორმაციას თეთრი სახლის სპიკერი, ჯონ კირბი ავრცელებს.

კირბის თქმით, ჰუმანიტარული პაუზის აღება მძევლების გათავისუფლების მიზნით, სწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ჩვენ სავსებით გვჯერა, რომ თუ ჰუმანიტარული პაუზა მძევლების გასათავისუფლებად იქნება გამოყენებული, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ აბსოლუტურად დავუჭერთ მხარს და ვფიქრობთ, რომ ისრაელიც ასევე უნდა მოიქცეს - აღნიშნა კირბიმ.