ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე და შეაჩეროს თავდასხმები - ერდოღანი

28.10.23 13:40
ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე და შეაჩეროს თავდასხმები - ერდოღანი

"ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე და შეაჩეროს თავდასხმები" - განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგ გააკეთა.

ერდოღანი თურქეთის მოქალაქეებს სტამბოლში გასამართ პალესტინის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

გუშინ ღამით, ისრაელმა ღაზას დაბომბვა გააძლიერა და კიდევ ერთხელ ამოიღო მიზანში ქალები, ბავშვები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისი გააუარესა. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე და შეაჩეროს თავდასხმები - აღნიშნა ერდოღანმა.