ესპანეთში სასულიერო პირებმა 200 000-ზე მეტ ბავშვზე სექსუალურად იძალადეს - The Guardian
1940 წლიდან ესპანეთში კათოლიკური სამღვდელოების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 200 000-ზე მეტი ბავშვი გახდა - ინფორმაციას The Guardian-ი დამოუკიდებელ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 8 000-ზე მეტი ზრდასრულის გამოკითხვის დროს 0.6%-მა განაცხადა, რომ სასულიერო პირების მხრიდან ბავშვობაში სექსუალური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ანგარიში კრიტიკულად აფასებს ეკლესიის დამოკიდებულებას და მის რეაგირებას ბავშვზე ძალადობის შემთხვევებზე არასაკმარისს უწოდებს.