ზელენსკი მალტაში ომის დასრულების ათპუნქტიან გეგმას წარადგენს
მალტაში უკრაინის მიერ ინიცირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იხსნება - ორდღიან სამიტს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.
ვოლოდიმირ ზელენსკი დახურულ შეხვედრებზე, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ათპუნქტიან გეგმას წარადგენს, რომელიც რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.