ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება - ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
ლავროვის თქმით, რუსეთი ტერორისტულ აქტებს გმობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ტერორიზმს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით უპასუხოთ, მათ შორის, ძალა გამოიყენოთ ისეთ ობიექტებზე, სადაც ცნობილია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები და მძევლები იმყოფებიან - განაცხადა ლავროვმა.