ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ისრაელს ომის დამნშავედ გამოაცხადებს

29.10.23 10:56
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ისრაელს ომის დამნშავედ გამოაცხადებს

თურქეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ისრაელი ომის დამნაშავე ქვეყნად უნდა გამოცხადდეს. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ეს განცხადება სტამბულში გააკეთა. ღაზაში ისრაელის მოქმედებებს თურქი ლიდერი ხოცვას უწოდებს და იერიში დასავლეთზე მიაქვს.

ამ სიტყვების საპასუხოდ ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური კორპუსი უკან გაიწვია. ერდოღანმა ეს განცხადება მილიონიან აქციაზე გააკეთა, რომელიც ათათურქის აეროპორტში პალესტინელების მხარდასაჭერად იმართებოდა.