ომის მეორე ეტაპი დაიწყო - ისრაელის პრემიერი აასტურებს, რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

29.10.23 12:39
ომის მეორე ეტაპი დაიწყო - ისრაელის პრემიერი აასტურებს, რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელმა ომის მეორე ეტაპი დაიწყო. ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ სახმელეთო ოპერაცია დაწყებულია. პრემიერის განცხადებით, ომი ხანგრძლივი იქნება, მთავარი მიზანი კი ჰამასის სახმედრო პოტენციალის სრულად განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა.

ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლო დასაწყისში ვართ. ისრაელის მიზნები ახლა გასაგებია. ჰამასის სამხედრო და ხელმძღვანელი პოტენციალის განადგურება  და ასევე, მძევლების სახლში დაბრუნება. სახმელეთო შეჭრის გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული როგორც სამხედრო,ა სევე უსაფრთხოების კაბინეტის მიერ. დასაწყისი ეტაპი მასიური საჰაერო კამპანია იყო, რათა საშუალება მიგვეცა ჩვენი სახმელეთო ძალებისთვის, რაც შეიძლება უფრო უსაფრთხო ემოქმედათ, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.