მაიკ პენსი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

29.10.23 12:58
მაიკ პენსი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

მაიკ პენსი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ახლა მისი დრო არ არის. ამ განცხადებით პენსი საარჩევნო მარათონს ოფიციალურად გამოეთიშა.

"ვაგრძელებ ბრძოლას კონსერვატიული ღირებულებებისთვის," -  განაცხადა მაიკ პენსიმ.  

ამერიკული მედიის ცნობით, პენსი, წინასწარი გამოკითხვებით, სხვა კანდიდატებისთვის ყველაზე ძლიერ მეტოქედ სახელდებოდა.

მსგავსი სიახლეები