ისრაელმა ღაზაში ალშიფას ყველაზე დიდი ჰოსპიტალი დაბომბა

ისრაელმა ღაზაში ალშიფას ყველაზე დიდი ჰოსპიტალი დაბომბა. ისრაელის თავდაცვა ამტკიცებს, რომ ამ საავადმყოფოს ქვეშ ჰამასის სამალავებია. საუბარია საიდუმლო გვირაბზე, სადაც ტერორისტულ დაგუფებას საკონტროლო და მართვის პუნქტები აქვს მოწყობილი. უწყებამ ფაქტის დასადასტურებლად ვიდეომასალაც გაავრცელა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი აშავდა იერიშის შედეგად.