ოკუპირებულ ვოლნოვახაში 9 ადამიანი ჩაცხრილეს, მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც

დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ვოლნოვახაში 9 მშვიდობიანი მოქალაქე ჩაცხრილეს. მოკლულებს შორის იყო ოჯახი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავა. ცხედრები კერძო სახლშია ნაპოვნი. ინფორმაციას გამოცემა „ASTRA“ ავრცელებს, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელობა რუსმა სამხედრო ჩაიდინა.
მკვლელობა რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცმა ჩაიდინა. ნატაშას ქმართან რაღაც ვერ გაიყო. მაშინვე მოვიდნენ „ზევიდან“და ყველაფერს დამალვა სცადეს, მეზობლებს უთრეს, სიტყვა არ დაეძრათ, - ამბობს ოჯახის ახლობელი.
ოჯახის ნათესავები ამბობენ, რომ საზარელი შემთხვევა 27 ოქტომბერს, ერთ-ერთი ოჯახის წევრის დაბადების დღეზე მოხდა.
მეორე ვერსიით, ოჯახი ღამით, ძილის დროს საწოლებში ჩაცხრილეს.