ტერორისტების განეიტრალების ოპერაცია გრძელდება - ისრაელი ღაზას ხმელეთიდან და ციდან უტევს

29.10.23 20:20
ტერორისტების განეიტრალების ოპერაცია გრძელდება - ისრაელი ღაზას ხმელეთიდან და ციდან უტევს

ისრაელის არმია ღაზას სექტორს ხმელეთიდან და ციდან უტევს. ებრაელი სამხედროების ამოცანა ტერორისტების განეიტრალება და მძევლების გათავისუფლებაა. განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების ტყვეობაში ახლა 200 ადამიანი რჩება, თუმცა მალე მძევლებს 8 ადამიანი გამოაკლდება. ისინი რუსეთის და ისრაელის ორმაგი მოქალაქეები არიან.  რუსული მედიის ცნობით, მოსკოვმა ჰამასის  ტერორისტებთან შეთანხმებას მიაღწია. 

მოსახლეობა ღაზას სექტორში კი სასოწარკვეთილია. არ არის წყალი და საკვები. ამოიწურა მედიკამენტები და ჰიგიენური მარაგები. მოსახლეობა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებში შეიჭრა და საწყობები დაარბია.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები