22 წლის შანი ლუკის გარდაცვალება დადასტურდა - ოჯახს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს

30.10.23 14:14
22 წლის შანი ლუკის გარდაცვალება დადასტურდა - ოჯახს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს

22 წლის შანი ლუკის გარდაცვალება დადასტურდა - ამის შესახებ ოჯახი უკვე ინფორმირებულია. არსებული ცნობებით, ისრაელის სამაშველო ჯგუფმა ადამიანის თავის ქალის ნაწილი იპოვა. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ის შანი ლუკის ეკუთვნოდა. 

"სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ შევიტყვეთ, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალი აღარაა" - ამბობს შანი ლუკის დედა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ნახევრად შიშველი შანი ლუკი უგონო მდგომარეობაში მანქანის საბარგულზე იწვა და მის სხეულზე ჰამასის რამდენიმე ტერორისტი იჯდა. რიკარდა ლუკმა თავისი ქალიშვილი ჰამასის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ტატუებით ამოიცნო.

ცნობისთვის, შანი ლუკი 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტული თავდასხმისას გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ჰამასმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ცოცხალი იყო და საავადმყოფოში მკურნალობდა.