ისრაელის არმიის ტანკები ღაზას მიუახლოვდნენ, გადაკეტილია ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიების დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი

30.10.23 14:14
ისრაელის არმიის ტანკები ღაზას მიუახლოვდნენ, გადაკეტილია ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიების დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი

ისრაელის არმიის ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ და არაბული ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიების დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

საომარი მოქმედებების არეალიდან მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა  ტანკები ზაიტუნის გარეუბანში შენიშნეს, რომლებიც ცეცხლს უხსნიან გზაზე მოძრავ ავტომობილებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის სამხედროებსა და ადგილობრივ სამხედრო ჯგუფებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პალესტინის წყაროებმა „ალ ჯაზირას“ განუცხადეს, რომ ისრაელის ტანკები ღაზის სექტორს ორ ნაწილად ჰყოფენ.

 

მსგავსი სიახლეები