კიშინიოვის მერობის კანდიდატს რუსულად საუბრის გამო სატელევიზიო დებატები დაატოვებინეს

30.10.23 18:50
კიშინიოვის მერობის კანდიდატს რუსულად საუბრის გამო სატელევიზიო დებატები დაატოვებინეს

"მე არ მაძლევენ საკუთარი პროგრამის წარდგენის საშუალებას მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულად ვსაუბრობ" - ეს განცხადება დიანა კარამანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე კიშინიოვის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს რუსულ ენაზე საარჩევნო პროგრამის წარდგენის საშუალება არ მისცეს და სატელევიზიო დებატები დაატოვებინეს.

კარამანმა მომხდარ ფაქტს დისკრიმინაცია უწოდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო ინსტანციები ვალდებულები არიან, აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ.

მე არ მაძლევენ საკუთარი პროგრამის წარდგენის საშუალებას მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულად ვსაუბრობ. ეს დისკრიმინაციაა. ყველა საერთაშორისო ინსტანციამ უნდა დააფიქსიროს მოსაზრება ამ საკითხზე - აღნიშნა კარამანმა.