ჰამასმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სამი მძევლად აყვანილი ისრაელელი ქალი ჩანს

30.10.23 18:58
ჰამასმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სამი მძევლად აყვანილი ისრაელელი ქალი ჩანს

ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, მძევლად აყვანილი სამი ისრაელის მოქალაქე ჩანს.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და სამხედრო ჩავარდნის შედეგად. იქ არ იყვნენ სამხედროები, არავინ მოსულა. არავინ დაგვიცვა. ჩვენ ვართ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც ისრაელს გადასახადებს ვუხდით, ახლა კი მძიმე პირობებში ტყვეობაში ვიმყოფებით. თქვენ ჩვენ გვკლავთ.

ჩვენი მოკვლა გსურთ? არ არის საკმარისი რომ თქვენ ყველა მოკალით? არ არის საკმარისი მოკლული ისრაელის მოქალაქეების რაოდენობა? გაგვათავისუფლეთ ახლავე. გაათავისუფლეთ მათი მოქალაქეები, მათი პატიმრები, გაგვათავისუფლეთ ყველა. მოგვეცით საშუალება დავუბრუნდეთ ოჯახებს - ტყვედ აყვანილი ქალის მიმართვას Al Jazeera ავრცელებს.

უახლესი მონაცემებით, ჰამასს 239 ისრაელელი ჰყავს მძევლად აყვანილი.

მსგავსი სიახლეები