სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაციაა - ნეთანიაჰუ "ჰამასის" მიერ გავრცელებულ ვიდეოზე

"სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაციაა" - ასე აფასებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სავარაუდოდ, მძევლად აყვანილი სამი ისრაელელი ქალი ჩანს.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის სახელმწიფო დაკარგული პირების სახლებში დაბრუნების მიზნით, ქმედით ნაბიჯებს დგამს.
ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია "ჰამასის" და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ - თქვა ნეთანიაჰუმ.
ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, მძევლად აყვანილი სამი ისრაელის მოქალაქე ჩანს.
ვიდეოჩანაწერის მიხედვით ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.