აშშ ირანისთვის შეკავების ძლიერი სიგნალის გაგზავნისთვის მუშაობს - კირბი

"ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს, რომ ირანს შეკავების ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს" - განცხადება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, კონ კირბიმ გააკეთა.
მისი თქმით, აშშ საკუთარი ჯარების დასაცავად ქმედითი ნაბიჯების გადადგას განაგრძობს.
ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ მოქმედებას, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარები და ჩვენი ობიექტები. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დავარტყამთ და ვიმოქმედებთ ამისთვის. და ეს არის ძლიერი გზავნილი, რომელიც ირანმა უნდა აითვისოს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას...
ჩვენ ასევე ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ეროვნული უსაფრთხოების ჩვენს ინტერესებს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სიგნალს ვუგზავნით ყველა აქტორს, არა მხოლოდ ირანს, არამედ ყველა აქტორს, რა თქმა უნდა, ირანის ჩათვლით, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ჯარს - აღნიშნა კირბიმ.