საომარი მოქმედებების შეწყვეტა არ მოხდება, ისრაელი ტერორიზმს არ დანებდება - ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ არსებულ მოწოდებას არ დასთანხმდება, რადგან ეს "ჰამასთან" დანებების ტოლფასი იქნება.
ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ. მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ „ჰამასს“ დანებდეს, დანებდეს ტერორიზმს, დანებდეს ბარბაროსობას. ეს არ მოხდება - თქვა ნეთანიაჰუმ.