ისრაელი-ჰამასის ომის გაშუქების დროს 31 ჟურნალისტი დაიღუპა

ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ისრაელში შეჭრის შემდეგ 31 ჟურნალისტი საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. მათგან 26 პალესტინელი იყო, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, დაშავებულია 8 ჟურნალისტი, ხოლო დაკარგულად ან დაკავებულად ამ დრომდე 9 პირი მიიჩნევა.
განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე ღაზაში მყოფი ჟურნალისტები დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო თავდასხმის ფონზე ცდილობენ - აღნიშნულია განცხადებაში.