რუსებმა ოკუპირებულ ქალაქში 9 პირი, მათ შორის, 2 ბავშვი მოკლეს

31.10.23 10:25
რუსებმა ოკუპირებულ ქალაქში 9 პირი, მათ შორის, 2 ბავშვი მოკლეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ვოლნოვახში ოჯახის ცხრა წევრი მოკლეს, მათ შორის, ორი ბავშვია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი დაკავებულია.

ისინი რუსი სამხედროები არიან შორეული აღმოსავლეთიდან, რომლებიც კონტრაქტით მსახურობენ. ეჭვმიტანილები დააკავეს და საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს, მათთან ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მომხდარის ყველა გარემოების დადგენისა და მტკიცებულებათა ბაზის გამყარების მიზნით - აღნიშნულია განცხადებაში.