ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 8 300-ს გადააჭარბა - პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო

31.10.23 10:41
ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 8 300-ს გადააჭარბა - პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს მინიმუმ 8 306 ადამიანი ემსხვერპლა. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის 3 457 არასრულწლოვანი, 2 136 ქალი და 480 ხანდაზმულია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზას სექტორში საავადმყოფოებს, ელექტროენერგიის და მარაგის დეფიციტის გამო, ფუნქციონირება უჭირთ.