ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურას დავარტყით - IDF

31.10.23 10:51
ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურას დავარტყით - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში "ჰეზბოლას" რამდენიმე პოზიციაზე მიიტანეს იერიში.

უწყებაში ამბობენ, რომ მათი ქმედება ისრაელზე ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებულ სარაკეტო და ნაღმმტყორცნებით განხორციელებულ თავდასხმის პასუხი იყო.

IDF-ის ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს.