ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის

01.11.23 10:25
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა, ვიზიტის სავარაუდო თარიღი 3 ნოემბერია. ინფორმაცია ომში მყოფი ქვეყანაში ჩასვლასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გაავრცელა. 

„მდივანი ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში ისრაელის მთავრობის წევრებთან შეხვედრებისთვის“, - ამბობს მილერი.

მისივე თქმით, ენტონი ბლინკენი სამშაბათს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს ესაუბრა და ისრაელის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.

„სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი ტერორიზმისგან, რაც შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

 ბლინკენი ისრაელში, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ორჯერ იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები