ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში "ჰამასის" კუთვნილ 11 000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით - IDF

01.11.23 11:01
ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში "ჰამასის" კუთვნილ 11 000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით - IDF

ღაზას სექტორში "ტერორისტული ორგანიზაციების კუთვნილ" 11 000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ გამოქვეყნებულ განახლებაში.

IDF-ის თქმით, ჯარებმა დაადგინეს "ჰამასის" თავდამსხმელები ჯაბალიას რაიონში მრავალსართულიან შენობაში, რომელიც სკოლის, სამედიცინო ცენტრისა და სამთავრობო ოფისების მახლობლად იყო.

ჯარებმა ჯაბალიაში თავდასხმის შედეგად მოკლეს "ჰამასის" უფროსი მეთაური და დაანგრიეს "ჰამასის" მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა.