ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათობით სატვირთო მანქანა ღაზის სექტორში შევიდა
ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათობით სატვირთო მანქანა ღაზის სექტორში სამშაბათს რაფაჰის გადასასვლელით შევიდა.
რაფაჰის გადასასვლელით სამშაბათს საღამოს ღაზას სექტორში 59 სატვირთო მანქანა შევიდა, ამის შესახებ, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა. მათივე ინფორმაციით ამ დროისთვის სულ 217 სატვირთო მანქანა მიიღეს, მაგრამ საწვავი ღაზის სექტორში არ შესულა.
ისრაელის ტერიტორიებზე სამთავრობო საქმიანობის კოორდინატორის (COGAT) სპიკერი კი ამბობს, რომ სამშაბათს გვიან საღამოს 70 სატვირთო მანქანა შევიდა. COGAT-ის სპიკერი ასევე ამბობს, რომ გადაზიდვები მოიცავს "მხოლოდ წყალს, საკვებს და სამედიცინო აღჭურვილობას".
მომარაგების მიწოდების ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომელიც არ არის კოორდინირებული და დამტკიცებული ისრაელთან, დაიბლოკება", - ნათქვამია განცხადებაში.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "აშშ-ს ადმინისტრაციის მოთხოვნით და პოლიტიკური ეშელონის მითითებების შესაბამისად", ნათქვამია განცხადებაში.