ბაიდენმა ისრაელსა და "ჰამასს" მძევლების გათავისუფლების მიზნით ომის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" მძევლების გათავისუფლების მიზნით ომის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდა.
ბაიდენის თქმით, ისრაელის სახელმწიფოსთვის უდანაშაულო ხალხის გაყვანა პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.
ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს დროის დათმობას პატიმრების გასაყვანად - აღნიშნა ბაიდენმა.