ბავშვების ტყვეობა და მკვლელობა უნდა შეწყდეს, მათ უკვე ბევრი გადაიტანეს - UNICEF

ისრაელის სახელმწიფოსა და ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ომის მიმდინარეობის დროს დღის განმავლობაში ბავშვები იღუპებიან ან იღებენ დაზიანებებს 400-ზე მეტი სიხშირით - ინფორმაციას გაეროს ბავშვთა სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 25 დღის განმავლობაში "მიმდინარე დაბომბვას" დაახლოებით 3,500 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 6,800-ზე მეტი დაშავდა.
ბავშვებმა უკვე ძალიან ბევრი გადაიტანეს. ბავშვების მკვლელობა და ტყვეობა უნდა შეწყდეს. ბავშვები არ არიან სამიზნე - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.