ტაილანდმა "ჰამასთან" მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა
ტაილანდმა ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასთან" მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, წინა კვირას ტაილანდის პარლამენტის სპიკერის მიერ შექმნილმა სამკაციანმა გუნდმა მძევლების გათავისუფლების თემასთან დაკავშირებით თეირანში შეთანხმებები მიმდინარეობდა.
მე მათ მძევლების გათავისუფლება ვთხოვე, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან. დამარწმუნეს, რომ მათზე კარგად ზრუნავენ, მაგრამ გათავისუფლების თარიღი ვერ მითხრეს, ისინი შესაფერის დროს ელოდებიან - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, არიპენ უტარასინმა.