ღაზის სექტორში ათობით ტერორისტია ლიკვიდირებული - IDF

02.11.23 12:21
ღაზის სექტორში ათობით ტერორისტია ლიკვიდირებული - IDF

გვიან ღამით ისრაელის სახმელეთო ძალებსა და ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" შორის ღაზის სექტორში შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც "ჰამასის" ათობით წევრი დაიღუპა.

IDF-ის ინფორმაციით, გოლანის ქვეითი ბრიგადის ჯარებმა ტერორისტებთან ხანგრძლივი ბრძოლა გამართეს, რასაც მხარს ავიაცია საჰაერო იერიშებით და სამხედრო-საზღვაო ძალები სარაკეტო დარტყმებით უჭერდა.

ბრძოლის დასასრულს ათობით ტერორისტი იყო ლიკვიდირებული - აღნიშნავენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.