საბერძნეთში ბინის ძარცვის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს

02.11.23 13:15
საბერძნეთში ბინის ძარცვის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს

საბერძნეთში ბინის გაძარცვის ფაქტზე ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული გამოცემა ავრცელებს

გამოცემის ცნობით, მძარცველებმა ბინაში შესვლა აივნიდან შეძლეს იმ დროს, როდესაც მეპატრონეებს ეძინათ.

ქართველებმა ბინიდან ჩანთები, პასპორტები და სხვა პირადი ნივთები მოიპარეს. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დამნაშავეები კორპუსის დატოვებისას შენიშნეს და ადგილზევე დააკავეს. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დანა, სახრახნისი და მოპარული ნივთები ამოიღეს.