"ღაზას ალყაში ვაქცევთ" - ისრაელის გენშტაბის უფროსი
"ქალაქ ღაზას ალყაში ვაქცევთ", - ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურმა შტაბის უფროსმა ჰერზი ჰალევმა გააკეთა. როგორც ჰალევი ამბობს, ისრაელის სამხედროები უკვე ღაზაში იმყოფებიან და რამდენიმე მიმართულებით ალყაში აქცევენ მას.
ჩვენ წინ წავედით, ომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპზე. ძალები იმყოფებიან ჩრდილოეთ ღაზას შუაგულში, მოქმედებენ ღაზას ქალაქში, ალყაში აქცევენ მას და აღრმავებენ სახმელეთო შეტევას“, - თქვა ჰალევიმ.
მან აღნიშნა, რომ ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქის ბრძოლებში არიან ჩართულნი. მისი თქმით, ამ მომენტისთვის ისრაელის სახმელეთო ოპერაციაში უკვე 18 ისრაელის ჯარისკაცი გარდაიცვალა.
სახმელეთო ძალების თან ახლავთ ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია, ციდან და ზღვიდან ცეცხლი. ეს პარტნიორობა ბრძოლას გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის,” - განაცხადა ჰალევიმ.