ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩაფრინდა

03.11.23 10:46
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩაფრინდა

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩაფრინდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი დღეს შეხვედრებს თელავივში გამართავს. საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი საომარი მოქმედებების ზონაში კონკრეტული მისიით მიდის. ბლინკენის მიზანია, დაარწმუნოს ნეთანიაჰუ, რომ ისრაელმა უნდა  გადადგას ნაბიჯები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად. 

ამ ზომამდე ამერიკა მას შემდეგ მივიდა, რაც ღაზადან სულ უფროო მძიმე გზავნილები გავრცელდა. პალესტინელი ექიმები ამბობენ, რომ მალე  ალ-შიფას საავადმყოფო შესაძლოა,  "მასობრივ სასაფლაოდ" გადაიქცეს, რადგან საწვავი იწურება და აღარ აქვთ მედიკამენტების მარაგიც.

მსგავსი სიახლეები