კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ეხება - დიდი დაპირისპირება წარმომადგენელთა პალატაში

წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ეხება - სენატში აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ.
კანონპროექტი დამტკიცდა 226 ხმით, 12 დემოკრატის დახმარებით, ორმა რესპუბლიკელმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
სენატის ლიდერმა ჩაკ შუმერმა წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი გააკრიტიკა, როგორც "ღრმა ხარვეზების" მქონე და თქვა, რომ კონგრესის ზედა პალატა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, მას არ მიიღებს.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტს, თუ ის ოდესმე მოხვდება მის მაგიდაზე.