ქარი 200 კმ საათში და ძლიერი წვიმები - ევროპაში შტორმს 6 ადამიანი ემსხვერპლა
ევროპაში შტორმს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქარის სიჩქარე საათში 150-დან 207კმ-ს აღწევს. ევროპის დასავლეთით სკოლები და აეროპორტები დაიხურა, შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლაც.
ცნობილია, რომ საფრანგეთში სატვირთო მანქანის მძღოლს ხე დაეცა, მეორე ტრაგიკული შემთხვევა კი გავრში დაფიქსირდა. საფრანგეთში ასევე 15 ადამიანი დაშავდა , რომელთა შორის 7 მეხანძრეა. ერთი ადამიანი სერიოზულად დაშავდა ქალაქ რუბაშიც.
ბელგიქშია ორი ადამიანი დაიღუპა, 64 წლის გერმანელი ქალი და 5 წლის უკრანელი ბავშვი. ორივე შემთხვევაში მიზეზი ხიდან ტოტების ვარდნა გახდა.