აშშ-ს უკრაინაში ელიტების შეცვლა სურს - პუტინი

"ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში ელიტების შეცვლა სურს", - ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებრივ პალატასთან საუბრის დროს გააკეთა.
პუტინის თქმით, უკრაინაში გამძვინვარებული კორუფცია მთელი მსოფლიოსთვის გასაკვირია.
უკრაინაში კორუფცია ფაქტობრივად დაკანონებულია. რატომ ცდილობენ ამერიკელები ახლა ამ კორუფციასთან ბრძოლას და არაფერი არ გამოდის? ვფიქრობ, არც გამოვა. ახლა ელიტების ცვლილება ჩაიფიქრეს - ეკონომიკურის, პოლიტიკურის. ყველაფერი ისევ ისე იქნება.
ჩვენ რუსეთშიც ბევრი პრობლემა გვაქვს, ჩვენ რუსეთში და ყველგან მსოფლიოში, კორუფციას ვებრძვით, მაგრამ ის, თუ როგორ ცხოვრობდა უკრაინა უკრაინული კორუფციის პირობებში - მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს, გარწმუნებთ…
შეგიძლიათ დამიჯეროთ, ხომ ახლოს ვკონტაქტობდი უკრაინის ყოფილ ხელმძღვანელებთან. ფსონია ყველაფერზე! უმაღლეს სასამართლოში ხმაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაზე. “ამას მოვაგვარებთ, ეს ამდენი ეღირება”, - ამას სახელმწიფოს პირველი პირები მეუბნებოდნენ! ყბა მივარდებოდა - აღნიშნა პუტინმა.