ვეწინააღმდეგებით ცეცხლის დროებით შეწყვეტას, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიან - ნეთანიაჰუ

03.11.23 20:25
ვეწინააღმდეგებით ცეცხლის დროებით შეწყვეტას, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიან - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების გათავისუფლებამდე ცეცხლის შეწყვეტაზე უარს აცხადებს - ამასთან დაკავშირებით მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონ ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა.

ისრაელი უარს ამბობს ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოიცავს ჩვენი მძევლების გათავისუფლებას. ისრაელი არ დაუშვებს საწვავის შესვლას ღაზაში და შეეწინააღმდეგება ფულის გაგზავნას - აღნიშნა ნეთანიაჰუ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები