პენტაგონში ადასტურებენ, რომ ღაზის სექტორში მძევლების მოსაძებნად დრონს იყენებენ

04.11.23 10:27
პენტაგონში ადასტურებენ, რომ ღაზის სექტორში მძევლების მოსაძებნად დრონს იყენებენ

პენტაგონში ადასტურებენ, რომ ღაზის სექტორში "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების მოსაძებნად დრონს იყენებენ. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პატ რაიდერმა განაცხადა, ფრენები 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დაიწყო.

"მძევლების გამოყვანის მცდელობების მხარდასაჭერად, აშშ ღაზის თავზე უიარაღო უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს ახორციელებს. ასევე, აწვდის რჩევებსა და დახმარებას ჩვენს ისრაელელ პარტნიორებს, როდესაც ისინი მძევლების გამოყვანის მცდელობებზე მუშაობენ," - თქვა რაიდერმა.

მსგავსი სიახლეები