ისრაელი ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების მანქანაზე იერიშს ადასტურებს

ისრაელი ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების მანქანაზე იერიშს ადასტურებს. თავდაცვის ძალების განცხადებით, მანქანას "ჰამასის ტერორისტული უჯრედები" იყენებდნენ, დარტყმის შედეგად კი ორგანიზაციის რამდენიმე შეიარაღებული წევრი მოკლეს.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება, აფეთქება საავადმყოფო ალ-შიფასთან მოხდა.
კადრებში, რომელიც არაერთმა საერთაშორისო მედიამ დაადასტურა, ჩანს სასწრაფო დახმარების დაზიანებული მანქანა და რამდენიმე დაჭრილი, რომლებიც საავადმყოფოსთან წვანან.