ნეპალში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 130-ზე მეტია
ნეპალში მიწისძვრას 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 140 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნეპალის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა პარასკევს, 23:47 საათზე მოხდა. გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითმა ცენტრმა მიწისძვრა 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრით შეაფასა.