ღაზაში, საავადმყოფოსთან ახლოს, სასწრაფო დახმარების კოლონაზე თავდასხმით შეძრწუნებული ვარ - გუტერეში

04.11.23 10:49
ღაზაში, საავადმყოფოსთან ახლოს, სასწრაფო დახმარების კოლონაზე თავდასხმით შეძრწუნებული ვარ - გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების კოლონაზე განხორციელებული თავდასხმით "შეძრწუნებულია".

"ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან ახლოს, სასწრაფო დახმარების კოლონაზე თავდასხმით შეძრწუნებული ვარ. საავადმყოფოს გარეთ ქუჩებში მოფენილი ცხედრების ფოტოები შემზარავია", - განაცხადა მან.

 ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების მანქანაზე საჰაერო იერიში განახორციელა. თავდაცვის ძალების განცხადებით, მანქანას "ჰამასის ტერორისტული უჯრედები" იყენებდნენ, დარტყმის შედეგად კი ორგანიზაციის რამდენიმე შეიარაღებული წევრი მოკლეს.

მსგავსი სიახლეები