რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - დაშავდა 9 ადამიანი
რუსმა საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ზარიჩნეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო ავრცელებს.
მტრის თავდასხმის შედეგად დაშავდა 9 ადგილობრივი - 4 მამაკაცი და 5 ქალი. ყველა მათგანს სასწრაფოდ გაუწიეს საჭირო სამედიცინო დახმარება - აღნიშნა მალაშკომ.