განვიხილავთ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას - ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ვიზიტისას

04.11.23 14:07
განვიხილავთ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას - ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ვიზიტისას

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევშია. Euractiv-ის ინფორმაციით ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაფართოების თემა დღის წესრიგის სათავეში იქნება და ევროკომისია ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას განიხილავს.

მისი თქმით, „ეს გარანტიაა, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით იქამდე ვიდგებით, ვიდრე საჭირო იქნება“.

რა თქმა უნდა, გაფართოების თემა დღის წესრიგის სათავეში იქნება, მაგრამ ჩვენ ასევე განვიხილავთ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, სანქციების მე-12 პაკეტს, ანუ სხვადასხვა საკითხის ფართო სპექტრს, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.