არ მივატოვებთ ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ზელენსკი

04.11.23 15:59
არ მივატოვებთ ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ზელენსკი

" ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე" - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

ზელენსკის თქმით, რუს საოკუპაციო ძალებს უკრაინული ქალაქები სურდათ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, გაქცეულიყვნენ.

ჩვენ ჩვენი წილი გვაქვს გასაკეთებელი. ეს ჩვენი საჭიროებაა. კარგად მახსოვს, რას გრძნობდა ხალხი 24 თებერვალს და სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში. მახსოვს, რა ითქვა და ვინ რა თქვა. ვის სჯეროდა და ვის არ სჯეროდა უკრაინის. მნიშვნელოვანია, ისევე გვჯეროდეს უკრაინის, როგორც მაშინ. რუსეთს კიევი სურდა, მაგრამ ისინი იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ. მათ უნდოდათ ხარკოვი და აცხადებდნენ, რომ ის რუსული ქალაქია, მაგრამ ჩვენი ხარკოვი არის და იქნება ყოველთვის თავისუფალი. იგივე ეხება ხერსონსაც. ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - მინდა, მათ ეს ახლა გაიგონ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები