Archer-ის ტიპის 8 საარტილერიო დანადგარი უკრაინაშია

Archer-ის ტიპის 8 საარტილერიო დანადგარი უკრაინაშია - ინფორმაცია შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.
"დღეს უკრაინა აღნიშნავს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დღეს. ძალიან კარგი დღეა ოფიციალურად გამოვაცხადო, რომ დაპირებულ შვედურ Archer საარტილერიო იარაღს ახლა ახალი მფლობელი ჰყავს - უკრაინის შეიარაღებული ძალები", - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა.