უკრაინამ EU-ში გაწევრიანების გზაზე შესანიშნავ პროგრესს მიაღწია, შთამბეჭდავია - ფონ დერ ლაიენი

04.11.23 22:17
უკრაინამ EU-ში გაწევრიანების გზაზე შესანიშნავ პროგრესს მიაღწია, შთამბეჭდავია - ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით,  ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაა.

მოხარული ვარ, კიევში დაბრუნებით. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაა. თქვენ მიაღწიეთ შესანიშნავ პროგრესს, ეს შთამბეჭდავი სანახავია. ამას დავადასტურებთ მომავალ კვირასაც, როცა კომისია გაფართოებასთან დაკავშირებით საკუთარ ანგარიშს წარადგენს. მინდა გითხრათ, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე იმ რეფორმებმა, რომლებიც ომის პერიოდში განახორციელეთ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენ ეგზისტენციალურ ომში იბრძვით და ამავე დროს ქვეყნის რეფორმირებას ახდენთ"- თქვა მან. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი თქვა, რომ მასზე არავინ არ ახდენს ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს. 

"როგორც ადამიანი, რომელიც გარკვეულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას ატარებს, ძალიან გულწრფელად გიპასუხებთ.

ყველამ იცის, რომ ჩემი დამოკიდებულება უკრაინული საზოგადოების დამოკიდებულებას ემთხვევა და, შესაბამისად, დღეს ჩემზე ზეწოლას არავინ არ ახდენს… დღეისთვის, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ჩვენი პარტნიორების არც ერთი ლიდერი არ ახდენს ჩვენზე ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ და რამე დავუთმოთ. ასეთი რამ არ მოხდება,” - განაცხადა ზელენსკიმ.