ჰამბურგის აეროპორტი პარალიზებულია - ტერიტორიაზე შეიარაღებული პირი შეიჭრა

ჰამბურგის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ადგილზე ღამით პოლიცია იყო მობილიზებული. მიზეზი აეროპორტის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირის შეჭრაა.
როგორც ფედერალური პოლიციის პრესმდივანი ადგილობრივ მედიასთან ამბობს, კერძო ავტომობილი აეროპორტის ბაქანზე შეიჭრა. მას თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და ჰაერში ორჯერ გაისროლა. მისივე თქმით, ბრალდებულის მეუღლემ მანამდე რეგიონის პოლიციას მიმართა და ბავშვების შესაძლო გატაცების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელთან კონტაქტზეა. არსებობს ვარაუდი, რომ მას ტყვეები ჰყავს აყვანილი. არსებული ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებაში მძღოლის გარდა მინიმუმ ერთი ბავშვია.
სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარის მიზეზი შესაძლოა, მეურვეობასთან დაკავშირებული დავა იყოს.