150-ზე მეტი დაღუპული და 400-მდე დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრა ნეპალში

ნეპალში მიწისძვრის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 400-მდეა გაზრდილი. ჯაჯარ-კოტის საავადმყოფო დაჭრილებით არის გადავსებული. დანგრეულ სახლებთან ნეპალელი მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.
6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. ეპიცენტრი სოფელ რამიდანდაში იყო. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მსხვერპლისს რაოდენობა კიდევ გაიზრდება.