ღაზაში ყოფნა ძალიან საშიშია, არ ვიცი ხვალ ცოცხალი ვიქნები თუ არა - პალესტაინელი ქალი
ღაზაში მცხოვრები პალესტინელი ქალი იმ უმძმეს ვითარებაზე საუბრობს, რომელიც კონფლიქტის ეპიცენტრშია. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ არ იცის, ხვალ ცოცხალი იქნება თუ არა და რომ ღაზაში ყოფნა ახლა უსაფრთხო არ არის. მისი თქმით, არც ის იცის, საკვები ეყოფა თუ არა საღამომდე.
აქ ყოფნა ძალიან საშიშია, მიჭირს სიტყვების მოძებნა იმისთის, რომ ეს ყველაფერი დავახასიათო. სრულ გაურკვევლობაში ვართ, სიტუაციაა საშიში. არ ვიცი გადავრჩები თუ მოვკვდები, არ ვიცი, სად ვიქნები უსაფრთხოდ, არ ვიცი საკვები გვეყოფა თუ არა საღამომდე და ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, არ ვიცი სად არიან ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები, არ ვიცი არიან თუ არა ისინი ცოცხლები, რადგან მე მატთან კონტაქტი არ შემიძლია. ერთი თის წინ ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმაც ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა, ახლა კი არ ვიცი რა ხდება, არ ვიცი, ვიქნები თუ არა ცოცხალი ხვალ. ეს უსაფრთხო ადგილი აღარ არის. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, - ამბობს პალესტინელი ქალი.