ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა - ზელენსკი 128 ბრიგადაზე გახორციელებულ შეტევაზე

06.11.23 14:22
ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა - ზელენსკი 128 ბრიგადაზე გახორციელებულ შეტევაზე

უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ძალების მიერ 128-ე სამთო თავდასხმის ბრიგადაზე განხორციელებულ შეტევის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ სრული სიმართლე დადგინდეს. 

ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მეგობრებს! ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.

თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა მიღებული მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, კონკრეტულად ვინ რა ბრძანება გასცა. ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მთავარია დადგინდეს სრული სიმართლე მომხდარის შესახებ და არ დავუშვათ ის განმეორდეს", - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა 3 ნოემბერს დილის 10 საათზე დაარტყა 128-ე ცალკეულ სამთო თავდასხმის ბრიგადას ზაპოროჟიის რეგიონის ფრონტის ხაზის სოფელში. საუბარია 20-ზე მეტ დაღუპულზე. ჯარისკაცები ერთ ადგილზე იყვნენ შეკრებილები, რათა ჯილდოები მიეღოთ.

მსგავსი სიახლეები