იერუსალიმში 16 წლის ტერორისტმა დანით ორი პოლიციელი დაჭრა

იერუსალიმში უცნობი თავს სასაზღვრო პოლიციის ორ თანამშრომელს დაესხა. დაჭრილია ორი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაშავებული ქალი პოლიციელის მდგომარეობა კრიტიკულია. მეორე ოფიცერის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
დაჭრილების თანამშრომლებმა ტერორისტის განეიტრალება შეძლეს. თავდასხმმელი აღმოსავლეთ იერუსალიმში მცხოვრები 16 წლის ბიჭი აღმოჩნდა.